ვატიკანი შეიძლება გახდეს რუსეთ-უკრაინას შორის დიალოგის ხელშემწყობ ადგილად

რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, ინაუგურაციას ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება, რომელიც რომში იმყოფება.

ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.  ზელენსკი მზადაა, ინაუგურაციის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს.

ვატიკანის ცნობით, რუსეთი კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას დონეზეა წარმოდგენილი.

ჟურნალისტებთან საუბრისას მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვატიკანი შეიძლება გახდეს რუსეთ-უკრაინას შორის დიალოგის ხელშემწყობ ადგილად.

18 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონი გაიმართება.

მსგავსი თემები