რუსეთთან ტყვეების „1000/1000-ზე ფორმულით“ გაცვლა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ავრცელებს.
„იმედი მაქვს, ეს მომავალ კვირაში მოხდება. თქვენ ხომ გესმით, იქნება გაცვლა, ასე რომ ვთქვათ, ვისი წამოყვანაც შეგვეძლება, იმას წამოვიყვანთ“ – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები დროს რუსეთი და უკრაინა „1000/1000-ზე ფორმულით“ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაც.