საპატრიარქო აბორტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის  გამკაცრებაზე საუბრობს   

„საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 50-55 000-ით მცირდება. ქვეყანაში დაახლოებით 40-50 000 აბორტი კეთდება, ეს მდგომარეობა საგანგაშოა“ – აცხადებს მეუფე შიო და კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს.

„აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად, თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. აშშ-ში ათი შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ალბათ დადგა დრო, ამაზე ვიფიქროთ, ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო.  იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბარს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, არ ვამბობ დემოგრაფიაზე“ – აღნიშნა მეუფემ ოჯახის სიწმინდის დღეს.

მისივე თქმით, კანონმდებელობის გამკაცრება აუცილებელია.

„მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს და გაამკაცრებს ამ საკითხს, ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელშიც შეიძლება, ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად იყოს ჩართული და დავეხმაროთ ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში“ – აღნიშნა მეუფემ.

„წელიწადში 40 – 50 000 აბორტი კეთდება“ – მეუფე შიო

მსგავსი თემები