ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა. პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე  შიომ მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. გარდა ამისა მეუფემ მნიშვნელოვან საკითხებზე იქადაგა. მსვლელობაში მონაწილეობას მოქალაქეებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ.

თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

მსგავსი თემები