“დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად”- პრემიერი

„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული  ინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას ტრადიციული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ ყველაფერს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ხელისუფლების ვალია, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლოს ეროვნული ფასეულობების დასაცავად.

„ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის. ეს ბრძოლა არ არის იოლი. არიან ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები