„აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში“ – აღნიშნა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. მეუფეს თქმით, ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე.
„ასეთი საგანგაშო მდგომარეობის მიუხედავად, როცა ერი, ქვეყანა არ ღებულობს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია, ჩვენ ასე ღმერთს ვეუბნებით რომ არ გვინდა სიცოცხლე. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვეს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. ემბრონი ჩასახული, ეს არის ადამიანი და ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“ – აღნიშნა მეუფე შიომ.