„წელიწადში 40 – 50 000 აბორტი კეთდება“ – მეუფე შიო

დემოგრაფიულ მდგომარეობასა და აბორტების საგანგაშო მდგომარეობაზე ისაუბრა მეუფე შიომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ქვეყანაში  მოსახლეობა ყოველ წელს 50 000-ით მცირდება.

„ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან 3 მილიონ 700-მდე შემცირდა. ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს აბორტების საგანგაშო სტატისტიკა.  ბოლო 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ ყოველწლიურად 22 000 აბორტი კეთდება. ამას თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორგმაგდება რიცხვი. წარმოიდგინეთ რომ წელიწადში დაახლოებით 40-50 000 აბორტი კეთდება.  ეს იმს ნიშნავს, რომ წელიწადში ჩვენი კლება 50 – 55 000-ია. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა ” – აღნიშნა მეუფემ.

მსგავსი თემები