ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.
მსვლელობაში მონაწილეობენ ასევე საპატრიარქოს ჩოხოსნებიც, რომლებსაც საქართველოსა და ოჯახის სიწმინდისთვის მიძღვნილი დროშები აქვთ.
ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც აღნიშნავენ.