ტორნადომ აშშ-ის მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, სულ მცირე, 5 ადამიანი იმსხვერპლა, 5000-მდე შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი ქალაქი დღეს გლოვობს. ადამიანების დაღუპვა და ნგრევა ნამდვილად საშინელებაა“ – განაცხადა ქალაქის მერმა, კარა სპენსერმა.
ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.