აშშ-ის სენატმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
„პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის პროცესის გაჭიანურებას, სანამ მის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას არ მივაყენებთ – ფინანსური იზოლაციის ჩათვლით“ – განაცხადა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა.
ლინდსი გრემმა, რომელიც მიმდინარე კვირაში თურქეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა, კონგრესს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.
„რუსეთის თამაშებზე როდესაც არის საუბარი, დროა, ვთქვათ: საკმარისია“ – აღნიშნა სენატორმა ლინდის გრემმა.