“პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი”- ცოტნე ივანიშვილი

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობისთვის ემზადებიან. აქ არიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. რუსთაველზე იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი. მან საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს და ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში ესენციალური იყო, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა. მგონია, რომ ზუსტად ქართული იდენტობა დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით“ – აღნიშნა ივანიშვილმა.

შეკრებილები რუსთაველიდან მსვლელობით სამების ტაძრში  გადაინაცვლებენ.

საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაწესებულ დღესასწაულს მრევლი 10 დიდ ქალაქში აღნიშნავს.

 

მსგავსი თემები