პუტინი რუსულ-არაბულ სამიტს უმასპინძლებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველ რუსულ-არაბულ სამიტს 15 ოქტომბერს უმასპინძლებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პუტინმა არაბული ქვეყნების ლიდერები და არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი მიიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაში. ასევე დაეხმარება გზების ძიებაში, რათა ურუნველვყოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში“– ნათქვამია პუტინის სახელით გავრცელებულ მოსაწვევ ტექსტში.

მსგავსი თემები