საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

17 მაისს, საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ინფორმაციას, Meteo.gov.ge ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +27, +32°; მთაში +25, +30°; მაღალმთაში +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით  ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +20, +25°; მთაში +20, +25°; მაღალმთაში  +15, +20°.

მსგავსი თემები