დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ შექმნა გაუგებრობა.
„კიდევ ერთხელ ვხედავთ გაუგებრობის შექმნას რუსეთის მხრიდან და უარს იმაზე, რომ სერიოზულად მიუდგნენ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას, რაც ახლა აუცილებელია. კიდევ ერთხელ, რუსეთი არ არის სერიოზული. როდის უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ საკმარისია“– აღნიშნა ლემიმ.
დევიდ ლემიმ ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და აშშ ერთად მუშაობენ ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.