“ტრამპი საუბრობს მშვიდობაზე და, მეორე მხრივ, გვემუქრება განადგურების ინსტრუმენტებით”- ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაიხევს უკან თავისი ლეგიტიმური უფლებებისგან. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი, ერთი მხრივ, მშვიდობაზე საუბრობს და, მეორე მხრივ, ყველაზე მოწინავე მასობრივი განადგურების ინსტრუმენტებით ემუქრებათ.

„რომელს უნდა დავუჯეროთ? ერთი მხრივ, ტრამპი საუბრობს მშვიდობაზე და, მეორე მხრივ, გვემუქრება ყველაზე მოწინავე მასობრივი განადგურების ინსტრუმენტებით. ჩვენ უარს ვამბობთ თავი დავუხაროთ ჩაგვრას. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ რეგიონში არასტაბილურობის წყარო“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.

 

 

მსგავსი თემები