“ზელენსკი ჩემზე უკეთესი ვაჭარია”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი  ყველაფრით დაღლილია და ომის დასრულება სურს. მან კიდევ ერთხელ უწოდა ვაჭარი ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ვფიქრობ, პუტინი ამ ყველაფრით დაღლილია. მე ზელენსკისთან რთული შეხვედრები მქონდა, რადგან არ მომეწონა რაც მან თქვა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას კარტები არ აქვს და ეს ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია. ჩემზე ბევრად უკეთესიც კი. ის ვაშინგტონში ჩამოდის და ყოველ ჯერზე 100 მილიონი დოლარით უკან მიდის. ახლა მისი შესაძლებლობები ასეთი აღარ არის“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

მსგავსი თემები