“ძალიან რთული დღეები გველოდება“- ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა, რომ წინ რთული დღეები ელოდებათ.

„ჩვენ არ ვმალავთ, რომ რუსეთის პოზიციას რთულია, უწოდო კონსტრუქციული. ჩვენ, სავარაუდოდ, ძალიან რთული დღეები გველოდება“, – განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის მიუღებელია.

„მიუღებელია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“, – აცხადებს ტუსკი.

მსგავსი თემები