ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს.
„მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ-შიბანის თხოვნით მივმართე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს. ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზის მიმართ სიძლიერისა და ერთგულების დემონსტრირება იქნება“ – წერს ჯო უილსონი.
სირიამ, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს „აღიარა“.