“მზიას საქმეს მსოფლიო აკვირდება“ – ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“

“ბათუმელების“ რედაქტორის მზია ამაღლობლის შესახებ განცახდებას ავრცელებს, ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“.  როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამაღლობლის საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა.

„ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა მიმდინარე კვირას საკუთარი დაბადების დღე გისოსებს მიღმა გაატარა. მის ბოლო სასამართლო სხდომაზე: სასამართლომ დაცვის მხარის ჩვენება დაბლოკა, რომლებიც ბრალდებების პოლიტიკურ მოტივირებულობაზე საუბრობდნენ. პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები გამოიყენეს, რათა ის „განმეორებით დამნაშავედ“ შეერაცხათ.

პოლიცია ამტკიცებდა, რომ მათი მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ აგრესია არ იყო. მზიას საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა. მსოფლიო აკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში

 

მსგავსი თემები