რუსებმა სუმის ოლქში მიკროავტობუსს დაარტყეს, დაიღუპა 9 ადამიანი და 4 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებას დაარტყა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და ექიმები იმყოფებიან“, – განაცხადა ოლეგ გრიგოროვმა.
მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამგზავრო მიკროავტობუსს სუმის ოლქის ქალაქ ბილოპილიას მახლობლად Lancet-ის ტიპის დრონით დაარტყეს.