ყოველი წლის 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. ეს დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები იმართება როგორც დედაქალაქში, ისე მუნიციპალიტეტებში. დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.
17 მაისს ასევე აღინიშნება მშობლების პატივისცემის დღე. მსვლელობა დაგეგმილია როგორც თბილისში, ისე საქართველოს 10 ქალაქში.
“ეს არის მშობლებისა და შვილების კეთილდღეობისთვის აღვლენილი მსვლელობის დღე, რომელიც მიმართულია ადამიანების, ოჯახების და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გაერთიანებისკენ, რადგან თვითონ ღირებულება ოჯახი არის გამაერთიანებელი” – აცხადებენ საპატრიარქოში.
მასშტაბური ღონისძიებებისა და მსვლელობის გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსშურველს შეუძლია.