უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.
„ზეწოლა მეტი უნდა იყოს, თუკი ის არ დათანხმდება ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას. ამიტომ, მადლიერი ვარ სანქციების მე-17 პაკეტის მომზადებისთვის. ველოდებით, რომ ის შეეხება ყველაფერს, რასაც რუსეთის სამხედრო მანქანა აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიასა და ჩრდილოვან ფლოტს“, – წერს ზელენსკი ტელეგრამში.
სანქციების მე-17 პაკეტის ფინალური ვარიანტი ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე კვირაში, სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვამდე შეათანხმეს.