“შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება”- უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ  რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა.

„ჩვენი გუნდები იმუშავებენ დეტალების გაცვლაზე“ – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

უმეროვი მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება.

„ჩვენი პრეზიდენტი აქ მაღალი დონის განხილვებს ელოდებოდა. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ უკრაინას სურს მშვიდობა, უკრაინა ფოკუსირებულია ხალხზე. ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს უნარი, განვაგრძოთ ბრძოლა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენ გვჭირდება ამ ომის დასრულება“ – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა მანამდე განაცხადა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები