იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ასევე უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის. მისი თქმით, აუცილებელია უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და ამის მოთხოვნა დაჟინებით უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ თავგამოდებით უნდა ვცდილობდეთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევას, ომი უნდა დასრულდეს. მსოფლიომ ნათლად დაინახა, ვინ იჯდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვინ – არა“- განაცხადა მელონიმ.
სტამბოლში გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის. მოლაპარაკებების შედეგების შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მათი მსვლელობისას განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული საკითხები, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრა.