გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სასანქციო პაკეტი მზად არის.
მერცის თქმით, პაკეტის მიღება 20 მაისს, ბრიუსელში მოხდება.
„პრეზიდენტი ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, უზარმაზარი დათმობაა. პუტინი არ დაესწრო – ამის გამო, მხოლოდ ის არის არასწორი.
ახალი სასანქციო პაკეტი მზად არის. მას სამშაბათს [20 მაისს] ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.