„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია.
ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები – იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.
„ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.