აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტ თანხას აშშ-დან და იტალიიდან რიცხავენ. ფულადი გზავნილების მესამედზე მეტი სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2025 წლის აპრილში შეერთებული შტატებიდან და იტალიიდან საქართველოში 104,2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 35,2%-ს შეადგენს.