“განვიხილეთ ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით“- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და მის დელეგაციასთან განიხილა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით.

ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ტელეფონით ოთხმხრივი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან. ასევე, ბოლო დღეებში ტელეფონით კომუნიკაცია ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, ემანუელ მაკრონთან და ჯორჯია მელონისთან. ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტი ალბანეთში გაემგზავრება, სადაც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი თემები