პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ. ამის შესახებ პაკისტანის ვიცე-პრემიერმა, ისჰაკ დარმა განაცხადა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კაშიფ აბდულამ და მისმა ინდოელმა კოლეგამ, გენერალ-ლეიტენანტმა რაჯივ გაიმ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ცხელი ხაზის მეშვეობით 10 მაისს გამართეს. მხარეებს შორის დიალოგის შედეგად ცეცხლის შეწყვეტა თავდაპირველად – 12 მაისამდე, შემდეგ კი 14 მაისამდე გახანგრძლივდა.