შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დღეს, 23:00 საათზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია დღეს მე-10 ნომრად წარდგება. ის თავის საკონკურსო სიმღერას, Freedom-ს შეასრულებს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, ლიეტუვა, სომხეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრალია, ლატვია, ჩეხეთი, ისრაელი, მალტა, ფინეთი, დანია, ლუქსემბურგი და სერბეთი. დღეს სცენაზე ასევე იმღერებენ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც.
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი წარდგება.