“უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად.

„ყველა დისკუსიაში ჩვენ იურიდიულად არ ვაღიარებთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ არცერთ ტერიტორიას, როგორც რუსულს. ამას ხაზს ვუსვამ და ეს ჩემი ურყევი პოზიციაა. ეს უკრაინის მიწაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, რომლებიც ამჟამად მისი ნაწილობრივი კონტროლის ქვეშაა, ასევე ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც მოსკოვმა უკანონოდ მიიერთა 2014 წელს, რუსეთის ნაწილად იქნეს აღიარებული.

მსგავსი თემები