“ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”- რუბიო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მარკო რუბიო  საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ კეთილსინდისიერად დაიწყონ მოლაპარაკებები. შეხვედრა ანტალიაში გაიმართა.

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ევროპელ მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების შესახებ, შეაჩეროს უაზრო სისხლისღვრა უკრაინაში“. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ნატო-ს ტვირთის განაწილებისა და ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე.

მდივანმა რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო კომპანიები ტრანსატლანტიკური ინდუსტრიული ბაზის განუყოფელი ნაწილია და არ უნდა იყვნენ განზე გაწეული ევროპის გადაიარაღების მცდელობებისას.

მსგავსი თემები