„სტამბოლში დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგზავნით“ –  ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი სტამბოლში დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაგზავნის.

როგორც ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინა აშშ-ისა და თურქეთისგან სტამბოლში შეხვედრის დროის შესახებ ინფორმაციას ელოდება.

„სტამბოლში არაფერი მაქვს გასაკეთებელი. რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუ პუტინი მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად. უკრაინა ხედავს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი, მაგრამ გავაგზავნით დელეგაციას სტამბოლში თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები