ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, გაფართოებული შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციის წევრებს შორისაც შედგა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ანკარას დღეს, 15 მაისს ეწვია. აღნიშნულის პარალელურად, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებია დაგეგმილი.