ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ქვეყნის დედაქალაქ აბუ-დაბიში ტრამპს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანი შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტამდე საუდის არაბეთსა და კატარში იმყოფებოდა.