ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – ბიძგები ანკარაშიც იგრძნობოდა

თურქეთში, ქალაქ კონიაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

როგორც CNN Turk-ი ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით იტყობინება, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქ ანკარასა და მის შემოგარენშიც იგრძნობოდა.

 

მსგავსი თემები