გასულ ღამეს, ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რასაც 54 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად კატარის სატელევიო არხ Al Araby TV-ის ჟურნალისტი დაიღუპა.
დარტყმებს ერთი ოჯახის 12 წევრიც ემსხვერპლა.
ხან-იუნისზე 10 საჰაერო შეტევა განხორციელდა.