ნატოს გენერალურ მდივანი მარკ რუტე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობით უკმაყოფილოა.
როგორც რუტემ ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მიმდინარეობისას, ანტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებაზე „დაბალი დონის დელეგაცია“ გაიგზავნა.
„რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა“, – განაცხადა მარკ რუტემ.
შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დღეს, 15 მაისს სტამბოლში, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.