„შეიძლება, იმის შემდეგ, რაც რომანოვი გახდა, დასაჭერიც გახდეს“ – ზურაბიშვილი ფარცხალაძეზე

„ჩვენი უსაფრთხოებისთვის ის არის ძალიან დიდი პრობლემა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეხუთე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფარცხალაძე საქართველოსთვის „გამოწვევაა“.

„ოთარ ფარცხალაძე იდგა 9 მაისს პუტინის გვერდში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ის იყო საქართველოს გენპროკურორი; ის იყო ადამიანი, რომლის ხელშიც გადიოდა ყველა საქმე და ინფორმაცია. ე.ი. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ის არის ძალიან დიდი პრობლემა; ეს არის ადამიანი, რომელსაც იცავდა ბატონი ივანიშვილი და თქვა მასზე: „მე ოთარს ვიცნობდი, ძალიან კაცური და ვაჟკაცი კაცია. რატომ დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია. კაცს დასაჭერი არაფერი აქვს“. შეიძლება, იმის შემდეგ, რაც რომანოვი გახდა, დასაჭერიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოების საკითხები და პასუხისმგებლობა იმაზე, ეს ადამიანი შემოდის საქართველოში, გადის საქართველოდან და არის ამ ურთიერთობაში ოკუპანტი რეჟიმის ლიდერებთან, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები