„თბილისსა და აჭარაში, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოვიღეთ“ – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები