ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდები სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.