მალტის საგარეო საქმეთა, იან ბორგმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში. მისივე თქმით, საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და ახლა პატივი უნდა სცეს ამ ვალდებულებებს.
“ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ველოდებით, რომ გვექნება კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ გენერალურ მდივანს და მის ძალისხმევას. საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და აშკარაა, რომ ახლა მათ პატივი უნდა სცენ ამ ვალდებულებებს. ჩემმა კოლეგამ ლუქსემბურგიდან ძალიან მკაფიოდ გააჟღერა საკუთარი პოზიცია. საქართველოს და მის ხალხს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურთ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა“, – განაცხადა იან ბორგმა.