სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ სტამბოლში მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს,  რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის 16 მაისს სტამბოლში სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება. უიტკოფისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს ანკარაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაოფ ერდოღანთან, თუმცა ვლადიმერ პუტინი თუ დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. კრემლში ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა.

მსგავსი თემები