„ეს საშინელი ომი და მისი შედეგი არა მხოლოდ უკრაინის ბედს განსაზღვრავს“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცის თქმით, უკრაინაში სასწორზე სხვა არაფერია, თუ არა ევროპის კონტინენტის მშვიდობიანი წესრიგი.
„მისი [ომის] შედეგი განსაზღვრავს, გააგრძელებს თუ არა კანონი და სამართლიანობა მოქმედებას ევროპასა და მსოფლიოში, ან გაიმარჯვებს თუ არა ტირანია, სამხედრო ძალადობა და უძლიერესის შიშველი კანონი. უკრაინაში სასწორზე სხვა არაფერია, თუ არა მთელი ჩვენი კონტინენტის მშვიდობიანი წესრიგი“, – აცხადებს მერცი.