იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაისურაძე, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილედ კი, ლაშა მაღრაძე დაინიშნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.