ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა ალენ ბერსეს დაევალა.
ტრიბუნალის შექმნისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები, შესაძლოა, 2025 წლის ბოლოს, ან 2026 წლის დასაწყისში დასრულდეს.