წყალდიდობა აშშ-ში – მაშველებმა დატბორილი სკოლის შენობიდან 200 ადამიანი გამოიყვანეს

აშშ-ში, მერილენდის შტატში წყალდიდობაა. მაშველებმა, ნავების დახმარებით, დატბორილი სკოლის შენობიდან 200 ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN წერს, ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც წყალმა სკოლის შენობის მეორე სართულამდე მიაღწია.

ევაკუირებულებს შორის 150 ბავშვი და 50 ზრდასრულია.

მსგავსი თემები