თვითმფრინავში ქცევის წესების დარღვევისას, დაგაჯარიმებენ და შავ სიაში მოხვდებით

თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish airlines-ი თვითმფრინავის სალონში ქცევის წესებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მგზავრებს არა მხოლოდ გააფრთხილებენ, დააჯარიმებენ კიდეც.

მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაციები თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების მიერ 2 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება და ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ამოქმედდა.

განახლებული პოლიტიკის მიხედვით, მგზავრები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ქამრის სიგნალის გამართვამდე და თვითმფრინავის სრულად გაჩერებამდე ფეხზე ადგებიან;

უსაფრთხოების ღვედის ნიშნის გამორთვამდე ფეხზე წამოდგომის გარდა, ზედა საბარგულის გახსნისთვისაც შეიძლება, დაჯარიმდეს მგზავრი;

ახალი წესების დამოუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, მგზავრები ავიაკომპანიის შავ სიაშიც მოხვდნენ, ან უკიდურეს შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს.

ახალი წესები არა მხოლოდ Turkish airlines-ს, არამედ თურქეთში რეგისტრირებულ სხვა ავიაკომპანიებზეც ვრცელდება, თუმცა როგორც Flag Carrier-ი, ვალდებულია, ერთ-ერთმა პირველმა დანერგოს ახალი წესები.

ადმინისტრაციული ჯარიმის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები