„ხალხს მშვიდობა სურს – ლიდერებს მოვუწოდებ: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“ – რომის პაპი

„წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.

პაპის თქმით, მშვიდობის დასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს.

„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგრაიმდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ.

მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობა დამყარდეს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მტრების პირისპირ, ერთმანეთთან სასაუბროდ მიყვანას, რათა ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს ის ღირსება, რასაც იმსახურებენ – მშვიდობის ღირსება.

ჩვენი მსოფლიოს ხალხებს მშვიდობა სურთ და მათ ლიდერებს მთელი გულით მოვუწოდებ: შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – აცხადებს ლეო XIV.

მსგავსი თემები