2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თბილისში გაიმართება

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.

„მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, საქართველო სიხარულით მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორმა, მარტინ გრინმა.

მეოთხე გამარჯვება საქართველომ 2024 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, როცა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა.

მსგავსი თემები